რესტორანში ხართ, გსურთ შეუკვეთოთ გრილზე შემწვარი ხორცი ან ზღვის პროდუქტები, მაგრამ არ იცით რომელ ქართულ ღვინოს შეეხამება ყველაზე კარგად?
საბა ქიტიაშვილი, შუმი, კახეთი |
კომპანია "შუმის" მეღვინე, საბა ქიტიაშვილის თქმით, არსებობს სხვადასხვა წესი, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ღვინისა და კერძის შეხამებისას. მისივე თქმით, ყოველ კერძსა და ღვინოს თავისი გამორჩეული გემო-სურნელები ახასიათებს. მნიშვნელოვანია ამ ორის სწორად შერჩევა, რათა საბოლოო ჯამში დავტკბეთ შეხამების ჰარმონიულობით და აღმოვაჩინოთ კერძსა და ღვინოში ახალი არომატები თუ გემოები.
წითელი მშრალი ღვინო, სურათი - Getty) |
1.წითელი მშრალი ღვინო და წითელი ხორცი.(საფერავი,ალექსანდროული, თავკვერი) ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელი წესია თუ გვიყვარს წითელი ღვინო და გვსურს ხორცის გაკეთება/შეკვეთა. მიზეზი თუ რატომ ეხამება ეს ორი ერთმანეთს არის ის, რომ წითელი ღვინის ტანინები არბილებს ხორცში არსებულ პროტეინებსა და ცხიმებს. ხოლო წითელი მშრალი ღვინო ამ შეხამებით უფრო გახსნილი და ელეგანტური ხდება.
თეთრი მშრალი ღვინო ქისი, ფოტო - reginfo.ge |
2. თეთრი მშრალი ღვინო თეთრ ხორცთან ან ზღვის პროდუქტებთან. (ქისი, წინანდალი, რქაწითელი, ხიხვი) აღნიშნული შეხამებით თეთრი ღვინის მჟავიანობა ხორცს გემოებს უხსნის ისევე, როგორც მაგალითად თევზზე დაწურული ლიმონის წვენი.
3. ტკბილი, სადესერტო ღვინოები კარგად ეხამება ტკბილ საჭმელს(ქინძმარაული, ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი) : ტკბილი შემაგრებული ღვინო მუსკატი და გარგარის ჩირი ან ჩურჩხელა, ნახევრადტკბილი ქინძმარაული და შავი შოკოლადი ან ყურძენი. შოკოლადი და შოკოლადის დესერტი განსაკუთრებული შემთხვევაა. მსგავს დესერტს ეხამება ტკბილი ან ნახევრადმშრალი და ძლიერი წითელი ღვინოები.
საჭმლისა და ღვინის შეხამება, ფოტოს ავტორი - Wine Savvy, ფოტო - wine cooler |
4. არსებობს შემთხვევები, როდესაც თევზს აქვს რაიმე მძიმე სოუსი. ამ შემთხვევაში, უმჯობესია შევუხამოთ სოუსი და ღვინო ერთმანეთს და არა თევზი, რათა სოუსმა არ გადაფაროს ღვინო.
5. მძიმე ღვინო მძიმე საკვებთან - ძლიერ კერძებს ძლიერი არომატის ღვინო უხდება, კერძის შემთხვევაში კი, მძიმეს უწოდებენ მსუყე, ცხიმიან და ნოყიერ კერძებს .
აკრძალვები:
- ძმრის საკვები, როგორიცაა მაგალითად მწნილი, მაიონეზის შემცველი კერძები საერთოდ არ უხდება ღვინოს, რადგან სრულიად ანადგურებენ ღვინოს.
- ცხიმიანი, მარილიანი თევზი ღვინოს უსიამოვნო მეტალის გემოს აძლევს. თუ თევზი შებოლილიცა ჯობია ღვინო საერთოდ არ დავლიოთ.
“საბოლოო ჯამში ღვინისა და კერძის შეხამება შესაძლებელია იყოს იმდენად მარტივი ან რთული, რამდენადაც თვითონ ადამიანი მოინდომებს. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ პროცესისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება, ვსვათ და ვჭამოთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს.” -ამბობს საბა.
No comments:
Post a Comment